- განაჩენი
- • სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე, რომლითაც განსასჯელის მიმართ გამოდის გამამტყუნებელი ან გამამართლებელი გადაყვეტილება.Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002,• პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი. განაჩენი შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან. განაჩენი იწერება სათათბირო ოთახში და დაუყოვნებლივ ცხადდება სასამართლო სხდომის დარბაზში.Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.• პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
Georgian encyclopedia. 2013.